როგორ ვუმკუნალოთ ფობიას?

ფობიის მკურნალობა საკმაოდ რთულია. სხვადასხვა დარგის სპეციალისტები მკურნალობის სხვადასხვა მეთოდს გვთავაზობენ. ფსიქოანალიტიკოსები ამ ტიპის ავადმყოფებს თავისუფალი ასოციაციის მეთოდით მკურნალობენ, ფსიქოთერაპევტები უპირატესობას შთაგონებასა და ჰიპნოზს ანიჭებენ, ფსიქიატრები კი მედიკამენტური მკურნალობისკენ იხრებიან. ფობიების მკურნალობისთვის ამჟამად ტრანკვილიზატორები გამოიყენება, თუმცა ამ პრეპარატების ხშირი, უსისტემო მიღება დამოკიდებუ-ლების ჩამოყალიბებას იწვევს, ამიტომ მიზანშეწონილია, მკურნალობა მცირე ხანს (არა უმეტეს 2 კვირისა) გაგრძელდეს. არსებობს პრეპარატები, რომლებიც განსაზღვრულ შიშებზე არჩევითად მოქმედებს, თუმცა მხოლოდ ეს საშუალებები საბოლოო ჯამში ნაკლებეფექტურია. მკურნალობის რეკომენდებული მეთოდია მედიკამენტური თერაპიის (ინდივიდუალურად შერჩეული ანტიდეპრესა-ნტების) შერწყმა ფსიქოთერაპიასთან, რომელიც ადამიანს შიშის არსის, მისი მიზეზების გარკვევაში დაეხმარება. საკუთარ შიშებს შეიძლება თვითჰიპნოზის საშუალებითაც ებრძოლოთ. ამბობენ, თუ ისწავლით საკუთარი სუნთქვისა და პულსის მართვას, შეძლებთ მოდუნებას და თავს დააღწევთ პანიკის შეტევებს. არცთუ ისე დიდი ხნის წინ ამერიკის ქალაქ ატლანტის ემერის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა შეიმუშავეს ფობიების მკურნალობის სრულიად ახალი მეთოდი - მკურნალობა კომპიუტერული თამაშების საშუალებით. მათთვის, ვისაც ჭექა-ქუხილის ეშინია, ქმნიან ვირტუალურ ჭექა-ქუხილს ხმის ნატურალური ეფექტებით, ვირტუალური თვითმფრინავი განკუთვნილია მათთვის, ვისაც ფრენის შიში აქვს და ა.შ. ცნობილია ერთი ადამიანის ისტორია, რომელსაც არაქნოფობია ჰქონდა - ობობას დანახვისთანავე პანიკური შიში იპყრობდა. მან გადაწყვიტა, მიემართა ექიმისათვის, რომელმაც ფსიქოანალიზის მეთოდით უმკურნალა. მკურნალობის კურსის დამთავრებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ კითხვაზე, გათავისუფლდა თუ არა ფობიისგან, მან უპასუხა: "დიახ, მიშველა - პანიკის გრროგორ ვუმკურნალოთ ფობიას? ფობიის მკურნალობა საკმაოდ რთულია. სხვადასხვა დარგის სპეციალისტები მკურნალობის სხვადასხვა მეთოდს გვთავაზობენ. ფსიქოანალიტიკოსები ამ ტიპის ავადმყოფებს თავისუფალი ასოციაციის მეთოდით მკურნალობენ, ფსიქოთერაპევტები უპირატესობას

No comments:

Post a Comment