ინტერვიუ

გადავწყვიტე ჩამეტარებინა გამოკითხვა თინეიჯერებში, რომლებსაც აწუხებთ რაიმე შიში. წარმოგიდგენთ რამოდენიმე მათგანს:  

-
ინტერვიუ N1
ელენე გოგოლაძე 18 წლის

-ელენე შენი აზრით რა არის ფობია?

-შიში რომელიც თან მსდევს და ყველანაირ სიტუაციაში, სადაც ამ შიშს ვაწყდები, მოსვენებას მიკარგავს.

-შენი აზრით არის თუ არა შესაძლებელი ფობიისგან თავის დაღწევა?

-პირველ რიგში უნდა გაიგო რა იწვევს შენში ამ არასასიამოვნო შეგრძნებას, აი მაგალითად სიბნელე ჩემთვის აუტანელი რამაა. მაგრამ ვცდილობ ნელ-ნელა დავძლიო ეს შიში.

-ანუ შენ გაქვს სიბნელის შიში. როგორ ცდილობ მის დაძლევას?


-თავიდან შევდიოდი ბნელ ოთახში და ჩემით ვანთებდი შუქს, დროთა განმავლობაში, სულ რამდენიმე წუთით შევდიოდი და ვიღებდი ნივთებს და მალევე გამოვდიოდი იქ სადაც სინათლე იყო. ახლა თამამად შემიძლია გავიარო ბნელ დერეფანში, მაგრამ აუცილებლად უნდა ვიცოდე რომ მალევე ავანთებ შუქს. მე მჯერა რომ მალე ბოლომდე დავძლევ ამ შიშს.

-ანუ შენ თვლი რომ შესაძლებელია ნებისმიერი ფობიის დაძლევა?

-დიახ, მთავარია საკუთარი თავის რწმენა და კონტროლი.

-მადლობ ელენე სულ ეს იყო. წარმატებებს გისურვებ.



                                      
სალომე ჭუმბურიძე 18 წლის:   
-სალომე შენი აზრით რა არის ფობია?

-შიში რომლის გადალახვასაც ადამიანი ვერ ახერხებს, ეს არ არის ჩვეულებრივი შიში, მთლიანად იპყრობს მის გონებას და იმ მომენტში ალბათ ადამიანი აზროვნების უნარსაც კარგავს.

-გაქვს რაიმე ფობია?

-გარკვეული შიშები მაქვს, მაგრამ არ ვიცი ამას შეიძლება ეწოდოს ფობია თუ არა. მაგალითად მეშინია წყლის, დანამდვილებით ვიტყვი, რომ არ შემიძლია ცურვის სწავლა, რადგან როდესაც ფეხქვეშ მიწას ვერ ვგრძნობ ისტერიკა მიპყრობს და არ შემიძლია საკუთარი თავის კონტროლი.

-მადლობ. სულ ეს იყო. გისურვებ წარმატებებს.

No comments:

Post a Comment