დამოკიდებულება

ველაზე დიდ მიდრეკილებას ფობიებისადმი ამჟღავნაბენ მგრძნობიარე,  ემოციურად დაუცველი, ინტელექტუალურად განვითარებული ადამიანები. დადგენილია, რომ ფობიები უჩნდებათ სუსტი ფსიქიკის მქონე ადამიანებს, აგრეთვე მათი განვითარება შეიძლება იყოს გამოწვეული თავის ტვინის სტიმულაციისთვის გამოყენებული ქიმიური პრეპარატების, გენეტიკური მემკვიდრეობის ან ტრავმების გამო. პარადოქსალუირია, მაგრამ ფობიების პროვოცირება შეუძლიათ ისეთ დადებით თვისებებესაც, როგორიცაა მაღალი პასუხისმგებლობა, სიფრთხილე და პედანტურობა.  ინგლისელმა ფსიქოთერაპევტმა ფრედერიკმა ფობიას “ჭკვიანი ადამიანების სისულელეები” უწოდა, რადგან ფობიები ძირითადად ინტელექტუალურ პირებს აღენიშნებათ. ფობია განსაკუთრებით ხშირად უჩნდება მდიდარი ფანტაზიის მქონე ადამიანებს, ვინაიდან ისინი ხშირად ვერც განასხვავებენ რეალურ და მოგონილ საფრთხეს. სპეციალისტების აზრით ამის გამო ქალები, მამაკაცებთან შედარებით, უფრო ხშირად (ზოგი მონაცემით - 5 ჯერ) ექცევიან ფობიების გავლენის ქვეშ. ამის თაობაზე მეცნიერები რამდენიმე განმარტებას იძლევიან: ქალს უფრო მდიდარი წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარი გააჩნია; ის ყურადღების უფრო მეტ ობიექტს იკავებს ერთდროულად; უმეტესი ერების კულტურაც ქალს, მამაკაცისგან განსხვავებით, სისუსტის გამოვლენის მეტ უფლებას რთავს და ამით ფობიების გაჩენის მეტ შესაძლებლობას უქმნის.
   ხშირად, შიში მოქმედებს არა მარტო ფსიქიკაზე , არამედ სხეულზეც: მოძრაობა შებოჭილი ხდება, ჩნდება უსიცოცხლობის შეგრძნება. შიშს საბრძოლო მზადყოფნაში მოჰყავს შიდა სეკრეციის ჯირკვლები, სისხლში ადრენალინის გადმოსროლა ადამიანს საშუალებას არ აძლევს წყნარად დარჩეს. მას მხოლოდ ის რჩება, რომ მიჰყვეს ორ უძველეს ინსტინქტს – ან პირველი გადავიდეს იერიშზე ან გაექცეს. რომელს მიანიჭებს უპირატესობას საკუთარი ძალის შეფასებაზეა დამოკიდებული.

No comments:

Post a Comment