Friday, 18 January 2013

შიში...


...................



ფობიები, რომელიც ტანჯავს კაცობრიობას 


1.  დახურული სივრცის შიში - კლაუსტროფობია;



კლაუსტროფობია (ლათ. claudere – „ჩაკეტვა“ და ბერძნ. φόβος ფობოს – „შიში“) არის ჩაკეტილი სივრცის შიში. კლაუსტროფობიით დავადებული ხალხი ვარდებიან პანიკაში ან უბრალოდ განიცდიან შიშს ჩაკეტილ სივრცეში, როგორიცაა ლიფტი, მატარებელი, ან თუნდაც კარავი. ბრბოში ყოფნის შიშიც კლაუსტროფობიის ფორმაა. 
კლაუსტროფობიის შეტევისგან თავის დასაღწევად საჭიროა: 1. კონცეტრაცია მოახდინოთ რომელიმე კონკრეტულ წერტილზე, 2. შეუჩერებლივ დაიწყოთ ღრმად და თანაბრად ხშირი სუნთქვა 3. თუ კარგად გაქვთ განვითარებული წარმოსახვის უნარი – წარმოიდგინეთ კიბე და (თანაბარი სუმთქვის თანხლებით) დაიწყეთ მისი საფეხურების თვლა. დაახლოებით 5–30 წამში შეტევა გაგივლით.

2. აკროფობია — სიმაღლის შიში


აკროფობია (ბერძნ. ἄκροφοβία „მწვერვალის შიში“ — ἄκρος აკროს – „მწვერვალი, უკიდურესი“ და φόβος ფობოს – „შიში“) ნიშნავს სიმაღლის შიშს. აკროფობიით შეპყრულ ხალხს ეშინიათ მაღალ ადგილებზე ასვლის, როგორიცაა შენობა, ან თუმდაც ხე. სიმაღლეზე მათ ემართებათ პანიკური შიში, და დიდი ღელვის გამო ვერ ახერხები დაბლა ჩამოსვლას. სიმაღლეზე ყოფნისას, მათ იქიდან გამოხტომის ძლიერი სურვილი უჩნდებათ, მიუხედავად იმისა რომ ისინი შეიძლება არ იყვნენ სუიციდით შეპყრობილნი.

3. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში.


აგორაფობია (ბერძნ. αγοραφοβία - „სივრცის შიში“, — αγορά აგორა – „სივრცე“, „ბაზარი“ და φόβος ფობოს – „შიში“) არის შიში გახსნილი სივრცის მიმართ. აგორაფობიით შეპყრობილი ხალხი განიცდის შიშს დიდ მოედნებში, ცარიელ ქუჩებში, ან გახსნილ მდელოში. გახსნილი სივრცის გარდა, აგორაფობიკებს ასევე ეშინიათ ხალხმარავალი ადგილების. თვით სიტყვა აგორას (ბერძნ. αγορά) პირველი მნიშვნელობაა ბაზარი, რაც ხალხმრავლობასთან იყო გაიგივებული. ეს ხალხი უსაფრთხოდ თავს მარტო შენობაში გრძნობენ, სადაც სრულიად მარტო ან ცოტა ხალხი არის. ყოველგვარი საზოგადოებრივი ადგილები მათ აშინებთ, ისინი მარტო მოგზაურობასაც ვერ ახერხებენ ამ შიშის გამო. აგროფობია შეიძლება გამოწვეული იყოს ნერვული დარღვევისა ან ფსიქიკური დაავადების შედეგად.

4. ჰექსაკოსიოიჰექსეკონტაჰექსაფობია - რიცხვ ექვსას სამოცდაექვსის შიში



ჰექსაკოსიოიჰექსეკონტაჰექსაფობია (ბერძნულად ნიშნავსრიცხვ ექვსას სამოცდაექვსის შიში“) არის შიში, [3]რომელიც წარმოიშვა ბიბლიის წიგნ გამოცხადებიდან, თავი 13:18, რომელიც მიუთითებს, რომ რიცხვი ექვსას სამოცდაექვსი სატანის ანანტიქრისტეს რიცხვია.[4] ქრისტიანული სამყაროს გარეთ, ეს ფობია ძირითადად საშინელებათა ფილმებიდან გავრცელდა.

5. ჰიდროფობია, აქუაფობია — წყლის შიში.
ჰიდროფობია (ლათ. hydrophobia; ბერძნ.–დან ὕδωρ — წყალი და φόβος — შიში) – წყლის შიში, რომელიც იწვევს საყლაპავი კუნთების ძლიერ სპაზმს, არა მარტო წყლის დალევის მცდელობისას, არამედ წყლის დანახვისა და მისი ხსენებისასაც. გვხვდება ცოფის(ძველად მას ჰიდროფობიას ეძახდნენ), ტეტანუსის და ისტერიის დროს.

6. ნეკროფობია - სიკვდილის შიში


ნეკროფობია (ბერძნ. νεκροφοβία — „მკვდრის შიში“ — νεκρός ნეკროს — „მკვდარი“ და φόβος ფობოს — „შიში“) არის შიში სიკვდილის ან მკვდრების მიმართ. ნეკროფობიას ასევე თანატოფობიას უწოდებენ (θάνατος თანატოს — „სიკვდილი“).